Thumbnail

ნორვეგიელმა მუსიკოსმა, მარი ულვენ რინგჰაიმმა, სასცენო სახელით girl in red, ახალი კომპოზიცია You Stupid Bitch გაავრცელა. სინგლი არტისტის სადებიუტო ალბომში If I Could Make It Go Quiet იქნება წარმოდგენილი, რომელიც 30 აპრილს გამოიცემა. სიმღერის ინსპირაცია მეგობრებს შორის დაძაბული ურთიერთობა გახდა.

ნახეთ: girl in red-მა The Weeknd-ის სიმღერა Save Your Tears შეასრულა

მოუსმინეთ: girl in red - Serotonin

მარი ულვენ რინგჰაიმმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე წელს პლატფორმა Souncloud-ზე ატვირთულმა სინგლმა I Wanna Be Your Girlfriend მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსი ლგბტ თემის წარმომადგენელია და მისი სიმღერების დიდი ნაწილი სწორედ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებსა და მის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული