Thumbnail

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძის ახალი კომპოზიცია KRK808

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

შემოქმედებითი გაერთიანების LTFR იუთუბის არხზე ახალი კომპოზიცია KRK808 გამოქვეყნდა, რომელშიც ცნობილი მუსიკოსი მაქსიმე მაჩაიძე, ფსევდონიმით Luna997 მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერი "კაიაკატას" კიდევ ერთი წევრი, საბანაძე გახლავთ.

მოუსმინეთ: KayaKata - Tovlebi

მოუსმინეთ: KayaKata - Routes

მოუსმინეთ: მაქსიმე მაჩაიძისა და "კაიაკატას" 8 კომპოზიციის დემო ვერსიები გავრცელდა

მაქსიმემ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. ის შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. სოლო კარიერის გარდა, შემსრულებელი პოპულარული ჰიპ ჰოპ დუეტის KayaKata წევრია. მუსიკის პარალელურად, არტისტი ვიზუალური ხელოვნებითაა დაინტერესებული. მან რამდენჯერმე თბილისში გამართულ მოდის კვირეულზე საკუთარი დიზაინით შექმნილი ტანსაცმლის კოლექცია წარადგინა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული