Thumbnail

ნახეთ: ჯონ ლენონი და იოკო ონო 1969 წელს რეპეტიციაზე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის წარმომადგენლებმა აქამდე უცნობი ვიდეო გაავრცელეს, რომელშიც ლენონი და იოკო ონო 1969 წლის მაისში ბაჰამებზე, სასტუმროში Sheraton Oceanus Hotel რეპეტიციაზე სიმღერას Give Peace a Chance ასრულებენ. რამდენიმე დღეში ისინი ნამუშევარს საზოგადოებას მონრეალში თავიანთი პროექტის Bed-in for Peace ფარგლებში გააცნობენ. ეს ამ კომპოზიციის დღეისთვის ცნობილი ყველაზე ადრეული ჩანაწერია.

► ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე უცნობი ვიდეოები

► უნდოდა თუ არა იოკო ონოს, რომ ჯონ ლენონი The Beatles-დან წამოსულიყო

ჯონ ლენონმა სოლო კარიერა 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ჯონმა პირველი სოლო ალბომი John Lennon/Plastic Ono Band 1970 წლის 11 დეკემბერს გამოუშვა, ამავე დღეს იოკომაც გაავრცელა მსგავსი სახელწოდების სადებიუტო ნამუშევარი Yoko Ono/Plastic Ono Band. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, იოკომ პროექტში მოღვაწეობა საერთო შვილთან, შონთან ერთად განაგრძო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული