Thumbnail

არიანა გრანდეს კიდევ ერთი სიმღერა, რომელმაც იუთუბზე მილიარდი ნახვა დააგროვა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ამერიკელი პოპვარსკვლავის, არიანა გრანდეს სიმღერის No Tears Left to Cry კლიპმა იუთუბზე მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა. ნამუშევრების Break Free, Bang Bang, Side to Side და Problem შემდეგ, ეს მუსიკოსის რიგით მეხუთე კომპოზიციაა, რომელმაც ვიდეოპლატფორმაზე ამ შედეგს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ არიანა იმ არტისტების ხუთეულშია, რომლებსაც იუთუბზე ყველაზე მეტი გამომწერი ჰყავს.

არიანა გრანდემ გინესის რეკორდი დაამყარა

No Tears Left to Cry არიანას მიერ 2018 წელს გამოცემულ რიგით მეოთხე ალბომში Sweetener არის წარმოდგენილი. სიმღერამ არაერთი ქვეყნის ჩარტში მოახერხა წამყვანი პოზიციის დაკავება.

არიანა გრანდემ შემოქმედებითი კარიერა 2008 წელს დაიწყო. 2016-ში ჟურნალმა Time მუსიკოსი 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება სიმღერებმა Side To Side, Problem და Focus მოუტანა. 2019 წელს შემსრულებელმა საუკეთესო ვოკალური პოპ ალბომის კატეგორიაში გრემის ჯილდოც მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული