Thumbnail

ჩიკაგოელი ინდი როკ არტისტი, ლიზ ფერი ახალ კომპოზიციას Spanish Doors ავრცელებს. სინგლი ლიზის მომავალ, რიგით მეშვიდე ალბომში Soberish შევა, რომელსაც ის 11-წლიანი პაუზის შემდეგ, 4 ივნისს გამოაქვეყნებს.

ნახეთ: Liz Phair - Hey Lou

ლიზ ფერმა შემოქმედებითი კარიერა 1990 წელს დაიწყო. სამი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Exile in Guyville გაავრცელა. გრემიზე ორჯერ ნომინირებულ არტისტს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული