Thumbnail

კრისტინა აგილერა: ვერ ვიტანდი, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, კრისტინა აგილერამ ჟურნალ Health-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ გრძნობდა თავს ახალგაზრდობაში, როცა ძალიან გამხდარი იყო. 40 წლის მომღერლის თქმით, მაშინ საკუთარი წონის გამო თავდაჯერება აკლდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ასაკთან ერთად მოიმატა, თავის სხეულთან ჰარმონიაში იგრძნო თავი.

კრისტინა აგილერა: ამ სიმღერაში აღებულმა მაღალმა ნოტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა

კრისტინა აგილერა: არ მგონია, რომ მადონას კოცნით რაიმე განსაკუთრებული გავაკეთე

"ვფიქრობ, ყველას გვაქვს კარგი და ცუდი დღეები თვითშეფასების მხრივ. მე ვერ ვიტანდი, რომ ძალიან გამხდარი ვიყავი. 21 წლიდან ცოტა დავიწყე წონაში მატება და მომწონდა, როგორი ფორმებიც მიყალიბდებოდა. ვაფასებდი, რომ საჯდომი მეტყობოდა. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ქალები უფრო საინტერესო შესახედავები არიან, ვიდრე კაცები. მიჭირდა ჩემი ძველი ფოტოების ყურება, რადგან მახსოვდა, როგორ მაკლდა მაშინ საკუთარი თავის რწმენა. 20 წლის ასაკში დაბრუნებას არასდროს ვისურვებ - ამ დროს ჩაკეტილი და თავდაჯერების ძიებაში ხარ. ხოლო როცა ასაკში შედიხარ, წყვეტ სხვების ყურებას და საკუთარი სხეულის დაფასებას იწყებ", - ამბობს აგილერა.

მომღერალმა იმაზეც ისაუბრა, რა არის მისთვის სილამაზე.

"საკუთარი თავის მიღება - ამაშია სილამაზის არსი. როგორც არ უნდა მომწონდეს გლამურული გოგონას იმიჯი და კამერების წინაშე კაბების ცვლა, დღის ბოლოს სარკეში ის ადამიანი გხვდება, ვისაც რეალურად წარმოადგენ", - აღნიშნავს მომღერალი.

არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. ის კოლიენა რენტმისტერის ობიექტივშია აღბეჭდილი.

კრისტინა აგილერამ შემოქმედებითი მოღვაწეობა 90-იან წლებში დაიწყო. კარიერის განმავლობაში მან 75 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. არტისტს გრემის პრესტიჟული ჯილდო 5-ჯერ აქვს მოპოვებული. ცნობილმა გამოცემამ Time მუსიკოსი 2013 წელს მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. 2018 წელს აგილერამ მსმენელებს რიგით მერვე სტუდიური ალბომი Liberation შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ის საქართველოსაც ესტუმრა და Black Sea Arena-ზე კონცერტი გამართა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული