Thumbnail

ნახეთ: ჯასტინ ბიბერმა პარიზში პერფორმანსი გამართა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, ჯასტინ ბიბერმა თავისი ბოლო ალბომის Justice პრომოუშენის ფარგლებში საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, სასტუმრო "კრიიონის" სახურავზე 15-წუთიანი პერფორმანსი გამართა, რომელიც ჯასტინის იუთუბის არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მუსიკოსს აკომპანემენტს ცოცხალი ბენდი უწევდა. ჯასტინმა სტუდიური ჩანაწერიდან ხუთი კომპოზიცია: Hold On, Somebody, Off My Face, Unstable და 2 Much შეასრულა.

მოუსმინეთ: ჯასტინ ბიბერმა ალბომის Justice დელუქს ვერსია გაავრცელა

ჯასტინ ბიბერმა კარიერა 2007 წელს დაიწყო. 150 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით ის მსოფლიოში კომერციულად ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად ითვლება. მუსიკოსს განსაკუთრებული პოპულარობა სიმღერებმა Love Yourself, Sorry და Baby მოუტანა. არტისტმა გრემის ორი ჯილდოს მოპოვებაც მოახერხა. 2011 წელს კი ის გამოცემა Time-მა მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. ბოლო ალბომი Justice მომღერალმა 2021 წლის მარტში გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული