Thumbnail

მოუსმინეთ: ქართველი არტისტი UNKNOWNUMB კომპოზიციას GOLDEN ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ქართველმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ირაკლი ეთერიამ, ფსევდონიმით UNKNOWNUMB, ახალი კომპოზიცია GOLDEN და მასზე შექმნილი ვიზუალური ნამუშევარი გამოაქვეყნა. ინგლისურენოვანი ჩანაწერის პროდიუსერი თავად ირაკლი გახლავთ. ტრეკი მუსიკოსის მომავალ სტუდიურ ნამუშევარში იქნება წარმოდგენილი. EP სახელწოდებით FAITH IN//////PAIN OUT მიმდინარე წლის 18 აპრილს გავრცელდება.

ირაკლიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2016 წელს დაიწყო. დღემდე რეპერმა მსმენელს ოცამდე სინგლი შესთავაზა. 2020 წელს მუსიკოსის სადებიუტო EP სახელწოდებით VIOLANCE გამოიცა. UNKNOWNUMB-ის გარდა, ირაკლი ფსევდონიმით OVERIT მოღვაწეობს, რომლის ფარგლებში ლუპ-თეიფებს აქვეყნებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული