Thumbnail

გავლენიანი ნიუ იორკელი დიჯეი, პროდიუსერი და რადიოწამყვანი, ასტონ ტეილორ უმცროსი, ფსევდონიმით Funk Flex, ცნობილი ჰიპ ჰოპ გამოცემის Rapradar სტუმარი გახლდათ. ჟურნალისტ ნაჯისთან ინტერვიუში ფლექსმა არაერთ საკითხზე, მათ შორის დღესდღეობით ჟანრის ერთ-ერთი მოწინავე წარმომადგენლის, ქარდი ბის შესახებ ისაუბრა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემელი არ გახლავთ.

Funk Flex: მუსიკოსები DMX-ს უნდა დახმარებოდნენ

Funk Flex: დრეიქი Jay-Z-ზე კრეატიული არტისტია

"ქარდი საშინელი რეპერია. თუმცა, სახალისო პერსონაა. მიყვარს მისთვის სოციალურ ქსელებში თვალის დევნება. მომწონს საუბრის მანერა და სტილი. თუმცა, საშინელი რეპერია", - განაცხადა ფლექსმა.

ეს პირველი შემთხვევა არ გახლავთ, როდესაც ფანქმა ქარდი ბის შესახებ უარყოფით კონტექსტში ისაუბრა. 2018 წელს ვეტერანმა დიჯეიმ ახალგაზრდა რეპერი მის კომპოზიციებში სხვების მიერ დაწერილი ტექსტების გამოყენების გამო გააკრიტიკა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული