Thumbnail

პოპულარული გერმანული ელექტრონული დუეტი Modeselektor ახალ კომპოზიციას Komm ავრცელებს. ჩანაწერში ცნობილი ჯგუფის Einstürzende Neubauten დამფუძნებელი, ბლიქსა ბარგელდი მონაწილეობს. სინგლი მუსიკოსების მომავალ სტუდიურ ჩანაწერში Mean Friend (EP) შევა, რომელიც 23 აპრილს გამოიცემა.

Modeselektor ქალაქ ბერლინში 1996 წელს შეიქმნა. დუეტმა კარიერის განმავლობაში ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან ბიორკი და ტომ იორკი. ჯგუფს ამ დრომდე 5 სტუდიური და 4 კომპილაციური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული