Thumbnail

ბრიტნი სპირსი: მადლობა, რომ ჩემს ცხოვრებაზე ნერვიულობთ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბრიტნი სპირსმა ინსტაგრამზე თავისი პროექტის Just a Touch of Rose ფარგლებში გადაღებული ვიდეო გაავრცელა. არტისტმა პოსტის აღწერის გრაფაში ის ადამიანები ახსენა, რომლებიც აქტიურად გამოთქვამენ შეშფოთებას მის ცხოვრებასთან დაკავშირებით.

ბრიტნი სპირსი: კორონავირუსზე ავიცერი და საერთოდ ვერაფერი ვიგრძენი

"ეს ვიდეო შარშან გადავიღე Just a Touch of Rose-ის ფარგლებში. არავის უნახავს, ამიტომ ახალია. სულ ათწუთიანი ვიდეო მაქვს მზად, მერწმუნეთ, ეს ბევრია. მოხარული ვარ მისი ნაწყვეტის გაზიარებით, განსაკუთრებით იმ სამყაროსთვის, რომელიც ჩემი ცხოვრების მიმართ შეშფოთებას გამოთქვამს და თანაგრძნობას იჩენს. რა შემიძლია, ვთქვა - ძალიან სასიამოვნოა თქვენი არსებობა ჩემთვის. წინ ხილის ყინულითა და მზის აბაზანებით გაჯერებული კიდევ ერთი მშვენიერი ზაფხულია", - წერს 39 წლის მომღერალი.

შეგახსენებთ, რომ ბრიტნი სპირსს არამდგრადი ფსიქიკური ჯანმრთელობის მოტივით საკუთარი ქონებისა და პირადი ცხოვრების თავისუფლად განკარგვის უფლება აქვს ჩამორთმეული. მუსიკოსის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელებში კამპანია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეებიც ბრიტნისთვის თავისუფლების მინიჭებას მოითხოვენ ჰეშთეგით #freebritney. სპირსი ფსიქიატრიულ დაწესებულებაში პირველად 2007 წელს მოხვდა. მომდევნო წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისი ქონების, შემოსავლებისა და სხვა აქტივების განკარგვის უფლება მამამისსა და მის ადვოკატს მიენიჭათ, მოგვიანებით ეს უკანასკნელი პროცესს ჩამოშორდა. 2019-ში ცნობილი გახდა, რომ ჯეიმი სპირსი შვილს პერსონალურ მწვრთნელ სემ ასგარისთან დაქორწინების უფლებას არ აძლევდა. აგრეთვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალს შვილებზე მეურვეობის უფლება შეეზღუდა.

ბრიტნი სპირსის შეყვარებული: ბრიტნის მამა მუდმივად დაბრკოლებებს გვიქმნის

2019 წელს ჯეიმი სპირსი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით, დროებით ჩამოშორდა მეურვეობას, რა დროსაც ის ბრიტნის მენეჯერმა, ჯოდი მონტგომერიმ შეცვალა. გასული წლის აგვისტოში ცნობილი გახდა, რომ მომღერალმა სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, მამის ნაცვლად მუდმივ მეურვედ სწორედ მონტგომერი დარჩენილიყო, რაც არ დაკმაყოფილდა და ჯეიმი სპირსს თავისი უფლება-მოვალეობა დაუბრუნდა. თუმცა, ბრიტნის ფინანსების განკარგვის ნაწილში სასამართლომ მუსიკოსის პოზიცია გაიზიარა და, ჯეიმის გარდა, პროცესში კერძო კომპანია Bessemer Trust ჩართო.

ბრიტნი სპირსი კიდევ ერთხელ მოითხოვს, მის მეურვეობას მამამისი ჩამოსცილდეს

ბრიტნი სპირსმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1992 წელს დაიწყო. მუსიკოსის პირველი ორი სტუდიური ნამუშევარი კომერციულად იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ არტისტმა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი თინეიჯერის სტატუსი შეიძინა. გრემის მფლობელ მომღერალს 150 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ბრიტნის ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული