Thumbnail

ნახეთ: Brockhampton კლიპს COUNT ON ME აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალტერნატიული ჰიპ ჰოპ გაერთიანება Brockhampton კომპოზიციაზე COUNT ON ME გადაღებულ ვიდეორგოლს აქვეყნებს. კალიფორნიული კოლექტივის ტრეკში ჰარლემელი რეპერი, ეისეფ როქი, კლიპში კი ახალგაზრდა ჯორჯიელი მუსიკოსი, ლილ ნას იქსი მონაწილეობს. ნამუშევარი ჯგუფის ალბომის ROADRUNNER: NEW LIGHT, NEW MACHINE ერთ-ერთი სინგლია.

ნახეთ: Brockhampton x Danny Brown - BUZZCUT

Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის დისკოგრაფიაში 6 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერი Saturation Boxset ერთიანდება. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: Gold, Sweet, Boogie და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული