Thumbnail

Blackpink იუთუბზე გამომწერებით მხოლოდ ჯასტინ ბიბერს ჩამორჩება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Blackpink-ის იუთუბის არხის გამომწერების რაოდენობამ 60 მილიონი შეადგინა. კოლექტივი მსოფლიოში მხოლოდ კანადელ პოპვარსკვლავს, ჯასტინ ბიბერს ჩამორჩება, რომელიც 62,4 მილიონი ანგარიშს ჰყავს გამოწერილი. ამასთან, გოგონებს საკუთარ სამშობლოში ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავთ ამ პლატფორმაზე. 2018 წლის ზაფხულში მათ პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდის, BTS-ის ოფიციალურ გვერდს BANGTANTV გადაუსწრეს და მას შემდეგ ლიდერი პოზიცია არ დაუტოვებიათ. აღსანიშნავია, რომ "ბლექფინქის" წევრები ყველაზე მეტი გამოწერის მქონე ქალი არტისტებიც არიან.

Blackpink-ის როზემ იუთუბზე რეკორდი დაამყარა

BLACKPINK პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომლის კლიპმაც 1,5 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა

"ბლექფინქის" იუთუბის ოფიციალური გვერდი 2016 წელს შეიქმნა და მას შემდეგ ატვირთული ვიდეოების ნახვებმა ჯამში 17 მილიარდი შეადგინა.

"ბლექფინქი" სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ის პირველი კეიპოპ ჯგუფია, რომელმაც "კოაჩელაში" მიიღო მონაწილეობა. აგრეთვე, გოგონათა კოლექტივი პირველი კეიპოპ ბენდი გახდა, რომლის კომპოზიციამ იუთუბზე 1,5 მილიარდი მოსმენა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული