Thumbnail

მოუსმინეთ: ჯგუფ Mamamoo-ს წევრმა Wheein ახალი სოლო ჩანაწერი გაავრცელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული სამხრეთკორეული ჯგუფის, Mamamoo-ს წევრმა, Wheein-მა სადებიუტო EP სახელწოდებით Redd გაავრცელა. ჩანაწერში სულ 6 კომპოზიცია შევიდა, მათ შორის კოლაბორაციული ტრეკები კორეელ-ამერიკელ რეპერთან PH-1 და მომღერალთან G.Soul. 2019 წლის შემდეგ ეს არტისტის პირველი სოლო ნამუშევარია.

► ნახეთ: კეიპოპ ჯგუფმა SHINee კლიპთან ერთად ახალი სიმღერა Atlantis გაავრცელა

მუსიკოსმა ჩანაწერში შესულ ერთ-ერთ კომპოზიციაზე Water Color გადაღებული კლიპიც გაავრცელა.

ჩონ ჰვი ინმა, სასცენო სახელით Wheein, შემოქმედებითი კარიერა 2014 წელს დაიწყო. პოპულარობა მან ჯგუფ Mamamoo-ში მოღვაწეობით მოიპოვა. 2018-ში კი მუსიკოსმა თავისი სადებიუტო სოლო სინგლი Easy გამოსცა, რომელშიც სამხრეთკორეელი რეპერი Sik-K მონაწილეობს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული