Thumbnail

ნახეთ: Kevin Gates კლიპს Cartel Swag ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარული ლუიზიანელი ჰიპ ჰოპ არტისტი, კევინ გეითსი მსმენელს კომპოზიციაზე Cartel Swag გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. ტრეკის პროდიუსერები Andrew Cedar, Danny Majic, DJ Frank E და KC Supreme არიან. ჩანაწერი სამხრეთელი მუსიკოსის მიქსტეიპში Only The Generals Pt. II არის წარმოდგენილი.

ნახეთ: Kevin Gates - Grandmotha Grave

ნახეთ: Kevin Gates - Still Hold Up

ნახეთ: Kevin Gates - Wetty (Freestyle)

კევინმა მუსიკალური კარიერა 2007 წელს დაიწყო, თუმცა, ერთი წლის შემდეგ რეპერი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, რის გამოც 31-თვიანი შემოქმედებითი პაუზის აღება მოუწია. გეითსის სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Islah გაყიდვაში 2016 წელს ჩაეშვა, რომელმაც ორმაგი პლატინის სტატუსი მოიპოვა. არტისტის დისკოგრაფია ორ ალბომს, თხუთმეტზე მეტ ოფიციალურ მიქსტეიპსა და კომპილაციურ ნამუშევარს აერთიანებს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული