Thumbnail

ლანა დელ რეი ინსტაგრამზე სურათების გაზიარების გამო გააკრიტიკეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილი ამერიკელი შემსრულებელი, ლანა დელ რეი ინტერნეტმოხმარებელთა ნაწილმა მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც 35 წლის არტისტმა ინსტაგრამზე გაერთიანებული სამეფოს მონარქის, ელიზაბედ II-ისა და მისი ქმრის, ედინბურგის ჰერცოგის, პრინცი ფილიპის ერთობლივი სურათები გამოაქვეყნა მას შემდეგ, რაც ეს უკანასკნელი მიმდინარე წლის 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლანა დელ რეი მომავალი ქანთრი ალბომისთვის ორ დასახელებას განიხილავს

"ყოველთვის მომწონდა, როგორ უყვარდათ მათ ერთმანეთი", - დაასათაურა მომღერალმა წყვილის ახალგაზრდობის ფოტოები.

პოსტმა არაერთი ინტერნეტმომხმარებელი გააღიზიანა. ისინი ელიზაბედისა და ფილიპის ნათესაურ კავშირზე მიუთითებდნენ და მომღერალს ფოტოების წაშლას სთხოვდნენ.

"ჰმ, მე კი ის მომწონს, რომ ბიძაშვილები იყვნენ".

"ლანა, ისინი ბიძაშვილები არიან".

"როგორც ბიძაშვილები გიყვარს, თუ როგორც დაქორწინებული წყვილი?".

"მირთულებ, რომ შენი თაყვანისმცემელი ვიყო".

"წაშალე ეს პოსტი".

"აღარ შემიძლია შენი დაცვა".

"ლანა, წაშალე ეს", - უწერენ არტისტს ფანები.

"ისინი მესამე თაობის ბიძაშვილები იყვნენ. ასეთი კავშირები მაშინ მიღებული იყო, რათა სამეფო სისხლი შენარჩუნებულიყო. ბევრ კულტურაში, მაგალითად, ინდოეთში, შორეული ბიძაშვილების ქორწინება ნორმაა", - აღნიშნა ერთ-ერთმა ინტერნეტმომხმარებელმა.

ლანა დელ რეის პოსტი არ წაუშლია და იმავე დღეს ელიზაბედ II-ისა და პრინცი ფილიპის კიდევ ერთი ფოტო გამოაქვეყნა.

ლანა დელ რეიმ მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. მისი შემოქმედება ტრაგიკული პირადი ურთიერთობებით, ვინტაჟური ესთეტიკითა და მელანქოლიური განცდებითაა შთაგონებული. მომღერლის აქტივში ისეთ არტისტებთან თანამშრომლობაა, როგორებიც არიან: The Weeknd, ASAP Rocky, არიანა გრანდე, მაილი საირუსი და სხვა. შემსრულებლის დისკოგრაფია შვიდ სტუდიურ ალბომს ითვლის.

კომენტარები

ბოლოს დამატებული