Thumbnail

მოუსმინეთ: BREATHDUB ახალ ალბომს When the Sun ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონული მუსიკოსი, ზურაბ ჩხარტიშვილი, პროექტით BREATHDUB, ახალ ალბომს When the Sun ავრცელებს. სტუდიური ჩანაწერი, რომელიც არტისტმა უკრაინულ ლეიბლზე Easy Summer Limited გამოსცა, 4 კომპოზიციას აერთიანებს.

ზურაბ ჩხარტიშვილმა პოპულარობა 2012 წელს შექმნილი პროექტით Sinoptik Music მოიპოვა. მუსიკოსს ამ სასცენო სახელით რამდენიმე EP და ალბომი აქვს გამოცემული. 2016 წელს კი არტისტმა კიდევ ერთი პროექტი BREATHDUB შექმნა. ერთ წელიწადში მან ამ ფსევდონიმით პირველი სტუდიური ჩანაწერი Modulations გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული