Thumbnail

ნახეთ: მადონამ $19 მილიონად The Weeknd-ის სახლი იყიდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა, მადონამ პოპულარული კანადელი მუსიკოსის, The Weeknd-ის სახლი იყიდა, რომელიც კალიფორნიაში, ლოს ანჯელესის რაიონის ქალაქ ჰიდენ ჰილზში მდებარეობს. არსებული ინფორმაციით, 62 წლის არტისტმა საცხოვრებელში 19,3 მილიონი გადაიხადა. შენობა, რომელიც უიქენდმა 2017 წელს 18,2 მილიონად შეიძინა, 2020 წლიდან იყო გამოტანილი უძრავი ქონების ბაზარზე. მაშინ შემსრულებელი სახლს 25 მილიონად აფასებდა, თუმცა, მისი გაყიდვა ვერ შეძლო.

სახლი, რომელიც რიანამ ბევერლი ჰილზზე $14 მილიონად იყიდა

ნახეთ: სახლი, რომელშიც ბრიტნი სპირსი გაიზარდა

11 897 კვ.მ. მიწაზე აგებულ 1165 კვ.მ. ფართობის მქონე შენობაში 9 საძინებელი, 10 სველი წერტილი, სამზარეულო, მისაღები და მოსასვენებელი სივრცეები, კინოთეატრი, სავარჯიშო დარბაზი, დახურული საცურაო აუზი და ავტოფარეხი გვხვდება, გამწვანებულ ეზოში კი კიდევ ერთი აუზი და კალათბურთის მოედანია განთავსებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული