Thumbnail

უნდოდა თუ არა იოკო ონოს, რომ ჯონ ლენონი The Beatles-დან წამოსულიყო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსის, ჯონ ლენონის სადებიუტო ალბომის John Lennon/Plastic Ono Band ბოქს-სეტის გამოცემასთან დაკავშირებით გაზეთმა The Independent ინტერვიუ ჩაწერა მუსიკოს კლაუს ვურმენთან, რომელიც The Beatles-ის ახლო გარემოცვის წევრი იყო, შემდეგ კი ლენონისა და მისი ქვრივის, იოკო ონოს ბენდში Plastic Ono Band უკრავდა ბას გიტარაზე. ვურმენმა 2009 წელს ტოკიოში, საქველმოქმედო კონცერტზე Dream Power იოკოსთან შეხვედრა გაიხსენა. მისი თქმით, მაშინ ქალს ჰკითხა, რა რეაქცია ჰქონდა, როცა 1969 წელს ჯონმა "ბითლზის" წევრებს, პოლ მაკკარტნის, ჯორჯ ჰარისონსა და რინგო სტარს განუცხადა, რომ ბენდიდან მიდიოდა.

ნახეთ: ჯონ ლენონისა და იოკო ონოს აქამდე უცნობი ვიდეოები

როგორ იხსენებდა ჯონ ლენონი იოკო ონოსთან პირველ შეხვედრას

"ო, ღმერთო-მეთქი, აღმომხდა, რადგან ჩემი საქმიანობისთვის საკუთარი სივრცე მჭირდებოდა", - ციტირებს ის იოკოს სიტყვებს.

ვურმენის თქმით, ქალმა აღნიშნა, რომ სულაც არ უნდოდა, ლენონს ბენდი დაეტოვებინა.

"ვამბობდი - არა, მაინც რაზე ფიქრობს-მეთქი. მაგრამ მან თითქოს მუქარანარევი ტონით მითხრა - "ამიერიდან მხოლოდ მე და შენ ვართ, კარგიო?". მგონი, ეჭვობდა, რომ შესაძლოა, მისგან წავსულიყავი, ან რაღაც ამის მსგავსი. ვფიქრობ, რასაც მე ვაკეთებდი, მისთვის უფრო საინტერესო იყო, რადგან კოლექტივის წევრებთან ერთად უკვე მრავალი წელი ჰქონდა გატარებული", - იხსენებს ის ონოს ნათქვამს.

წყვილთან დაახლოებულმა მუსიკოსმა იმაზეც ისაუბრა, რა უპასუხა იოკომ, როცა მან ქალს ჰკითხა: "მაინც არ იფიქრე, რომ შენ და ჯონს, როგორც არტისტებს, დიდი თავგადასავალი გელოდათ წინ?".

"არა, ასე არ ვფიქრობდი. რელაურად ეს ჩემთვის ძალიან რთული იყო და როცა ჯონს ამის შესახებ ვუთხარი, გაბრაზდა. მე ყოველთვის მარტოხელა მგელი ვიყავი. ჩემს საქმეს დამოუკიდებლად ვაკეთებდი. მყავდნენ დამხმარეებიც, მაგრამ არასდროს გამიკეთებია სხვა ადამიანთან ერთად რამე. ჯონი კი ისეთი მიჩვეული იყო ამას. მას სამი პარტნიორი ჰყავდა, განსაკუთრებით კი პოლი. ასე რომ, დიდად აღფრთოვანებული არ დავრჩენილვარ. თითქოს ჩემი ძალა განახევრდა", - იხსენებდა კლაუს ვურმენი იოკოს სიტყვებს.

ნახეთ: ჯონ ლენონის და იოკო ონოს აქამდე უცნობი საოჯახო ფოტოები

რატომ არ მოსწონდა ჯორჯ ჰარისონს იოკო ონო

ჯონ ლენონმა სოლო კარიერა 1968 წელს, კოლექტივში ყოფნის პარალელურად, დაიწყო. მას და იოკო ონოს ერთობლივი და სოლო ნამუშევრებისთვის დუეტი Plastic Ono Band ჰქონდათ ჩამოყალიბებული. ჯონმა პირველი სოლო ალბომი John Lennon/Plastic Ono Band 1970 წლის 11 დეკემბერს გამოუშვა, ამავე დღეს იოკომაც გაავრცელა მსგავსი სახელწოდების სადებიუტო ნამუშევარი Yoko Ono/Plastic Ono Band. მუსიკოსის გარდაცვალების შემდეგ, იოკომ პროექტში მოღვაწეობა საერთო შვილთან, შონთან ერთად განაგრძო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული