Thumbnail

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, გვენ სტეფანიმ ახალი სიმღერა Slow Clap და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია მან კალიფორნიელ რეპერთან, Saweetie-სთან ერთად ჩაწერა. ნამუშევარი მომღერლის მიერ მარტში გამოცემული ამავე სახელწოდების მქონე სინგლის განახლებული ვერსიაა. ვიდეორგოლის ავტორი ბრიტანელი რეჟისორი, სოფი მიულერი გახლავთ.

გვენ სტეფანი: არ გამოვრიცხავ, No Doubt კიდევ ერთხელ შეიკრიბოს

რა აღმოაჩინა გვენ სტეფანიმ საკუთარ თავში მას შემდეგ, რაც დედა გახდა

გვენ სტეფანი: არ მინდოდა ამ სიმღერის ჩაწერა, რადგან ზედმეტად მდიდარი ვიყავი

გვენ სტეფანიმ კარიერა 1986 წელს დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა მას ჯგუფ No Doubt-ში მოღვაწეობამ მოუტანა. სადებიუტო სოლო ალბომი კი მუსიკოსმა 2004 წელს გამოსცა. გვენ სტეფანის გრემის პრესტიჟული ჯილდო სამჯერ აქვს მოპოვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული