Thumbnail

კოლუმბიელმა მუსიკოსმა, ჯეი ბალვინმა და ცნობილმა ამერიკელმა არტისტმა, ქალიდ რობინსონმა, სასცენო სახელით Khalid, ახალი კომპოზიცია Otra Noche Sin Ti და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ტრეკი ჯეი ბალვინის მომავალ ალბომში იქნება წარმოდგენილი, რომლის დასახელება და გამოსვლის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. ვიდეორგოლის ავტორი კოლინ თილი გახლავთ.

ნახეთ: J. Balvin - Tu Veneno

ნახეთ: J Balvin - Ma' G

მოუსმინეთ: Khalid & Disclosure - Know Your Worth

ხოსე ალვარო ბალვინმა, სასცენო სახელით J Balvin, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. სამი ლათინური გრემის მფლობელ შემსრულებელს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Mi Gente და Ay Vamos მოუტანა. მას ისეთ ცნობილ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: Cardi B, The Black Eyed Peas, ფარელ უილიამსი და სხვები.

ქალიდმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ 2017 წელს სადებიუტო ალბომით American Teen გაიცნო. სტუდიური ნამუშევარი მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა. ჩანაწერის მთავარი სინგლი Location კი შვიდმაგი პლატინის სტატუსის მფლობელია.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული