Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Judas Priest-ის Breaking The Law შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა ბრიტანული ჰევი მეტალ ბენდის Judas Priest კომპოზიცია Breaking The Law შეასრულეს. არტისტებმა ნამუშევარი პროექტ Sunday Lunch-ის ფარგლებში ჩაწერეს, რომელიც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის პერიოდში შექმნეს. პერფორმანსის სტუმარი კვლავ უცნობი გიტარისტი გახლდათ, რომელიც სახეს ნიღბით იფარავდა.

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Iron Maiden-ის Number Of The Beast შეასრულეს

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა ZZ Top-ის Gimme All Your Lovin' შეასრულეს

Breaking The Law ინგლისური ჰევი მეტალ კოლექტივის Judas Priest რიგით მეექვსე ალბომში British Steel შედის, რომელიც 1980 წელს გავრცელდა. ეს სინგლი მუსიკოსების შემოქმედებაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული