Thumbnail

ნახეთ: ბრაიან მეი მამის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ვიდეოს ავრცელებს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, Queen-ის გიტარისტის, ბრაიან მეის მამას, ჰაროლდს 7 აპრილს 100 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით 73 წლის არტისტმა ინსტაგრამის გვერდზე საარქივო ვიდეო გააზიარა, რომელშიც მამასთან ერთადაა გადაღებული. პოსტის აღწერაში მეიმ მშობელს დაბადების დღე მიულოცა და მის მიმართ სიყვარული კიდევ ერთხელ გამოხატა.

ნახეთ: Brian May & Kerry Ellis - Panic Attack 2021 (It's Gonna Be All Right)

ბრაიან მეის ყველა დროის ფავორიტი გიტარის პარტია

"დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო საყვარელო მამა. დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც სხვა სამყაროში გადახვედი, თუმცა, მუდამ გულში მყავხარ. დღეს ის 100 წლის გახდებოდა. ამ ვიდეოში მამა უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე მე ვარ ამჟამად. მადლობა მათ, ვინც დიდი ინტერვიუდან ეს ფრაგმენტი მომაწოდა. ჩემთვის საკმარისია, რომ მამაჩემთან საუბარი გამახსენდეს, აგრეთვე, მისი მანერები. ყოველთვის ამაყობდა ჩემი მიღწევებით იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში იმ გზით არ წავედი, რაც მას სურდა. მამაზე წიგნის დაწერაც შემიძლია. მიყვარხარ, შენი ბრაიანი", - წერს მეი ვიდეოს აღწერის გრაფაში.

ცნობილია, რომ, როდესაც ბრაიან მეიმ ფიზიკის სწავლას თავი დაანება და როკ ვარსკვლავობა გადაწყვიტა, ჰაროლდმა უკმაყოფილება გამოხატა, რადგან მიიჩნევდა, რომ ბრაიანმა საკუთარ მომავალზე უარი თქვა.

ბრაიან მეიმ შემოქმედებითი კარიერა 1965 წელს დაიწყო. 1970 წელს ფრედი მერკურისთან და როჯერ ტეილორთან ერთად (1971-დან მათ ჯონ დიკონი დაემატათ), მეიმ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული როკ ჯგუფი Queen ჩამოაყალიბა. მუსიკოსი ისეთი ჰიტების ავტორია, როგორებიცაა: We Will Rock You, The Show Must Go On, Hammer to Fall და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული