Thumbnail

Kehlani: გავიაზრე, რომ ლესბოსელი ვარ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ცნობილმა არენბი შემსრულებელმა, Kehlani-მ თავის მეგობართან, ფოტოგრაფ Jamie-Lee B-სთან ერთად ინსტაგრამზე პირდაპირი ჩართვისას განაცხადა, რომ ლესბოსელია.

"გინდათ, გაიგოთ ჩემ შესახებ რაღაც ახალი? საბოლოოდ გავიაზრე, რომ ლესბოსელი ვარ", - ამბობს ქეილანი, მისი მეგობარი კი დასძენს - "ბომბის გავარდნა ამბავია".

მოუსმინეთ: Lil Durk x Kehlani - Love You Too

მუსიკოსი, რომელსაც თავისი ბენდის წევრისგან, გიტარისტ ჯავი იანგ ვაითისგან 2019 წელს გოგონა შეეძინა, უკვე რამდენიმე წელია, ღიად საუბრობს იმის შესახებ, რომ ქვიარია. როგორც გამოცემა The Advocate-თან ინტერვიუში არტისტმა აღნიშნა, მისი გენდერული იდენტობა თვალშისაცემი არ არის, ამიტომ საზოგადოების განსჯის საგანიც ნაკლებად ხდება.

"მე პრივილეგირებული ვარ. მუსიკის ინდუსტრიაში ყოფნა ბევრად რთულია ტრანსგენდერი არტისტებისთვის, ასევე შავკანიანი გეი შემსრულებლებისა და შავკანიანი მასკულინური გეი ქალებისთვის. როცა ქუჩაში გავდივარ, ხალხი არ შემომყურებს და არ ამბობს - "სანაძლეოს დავდებ, ლესბიაო", ანაც, "ამას ნამდვილად ქალები მოსწონს". ეს პრივილეგირებულ მდგომარეობაში მაყენებს. ვთვლი, რომ არიან არტისტები, რომლებსაც შეეძლოთ, იმავე წარმატებისთვის მიეღწიათ, რასაც მე მივაღწიე ისე, რომ 100 პროცენტით ჩემი თავი ვიყავი, მაგრამ გარეგნული მახასიათებლების გამო პუბლიკამ არ მიიღო. მე ძალიან გამიმართლა", - ამბობს მუსიკოსი.

ქეილანი პერიშმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2009 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Gangsta მოუტანა, რომელიც მან ფილმისთვის Suicide Squad დაწერა. ტრეკზე გადაღებულმა კლიპმა იუთუბზე 335 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული