ბრიტანელი პროდიუსერი, ენდი სტოტი ახალ კომპოზიციას Hard To Tell და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში არტისტის ყოფილი ფორტეპიანოს მასწავლებელი და მუსიკალური პარტნიორი, ელისონ სკიდმორი მონაწილეობს. სინგლი სტოტის მომავალ ალბომში Never the Right Time შევა, რომელიც 16 აპრილს გამოიცემა.
► მოუსმინეთ: Andy Stott - The Beginning
ენდი სტოტმა შემოქმედებითი კარიერა 2005 წელს დაიწყო. მომდევნო წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Merciless გაავრცელა. მანჩესტერელ პროდიუსერს ამ დრომდე 6 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული.
კომენტარები