Thumbnail

მოუსმინეთ: Kayakata ft. TurboHikari - AhuraMazda

პოპულარული ალტერნატიული ჰიპ ჰოპ კოლექტივის KayaKata მიერ 2019 წელს ჩაწერილი, აქამდე გამოუქვეყნებელი კომპოზიცია AhuraMazda გავრცელდა. ჯგუფის წევრებთან ერთად ტრეკში შემოქმედებითი გაერთიანება LTFR-ის კიდევ ერთი წარმომადგენელი TurboHikari მონაწილეობს. ჩანაწერის პროდიუსერი ტრადიციულად SABANADZE გახლავთ, გიტარის პარტიას კი Vinda Folio ასრულებს.

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 2019 წელს არტისტებმა პროდიუსერ ნიკა საბანაძესთან ერთად სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოუშვეს, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული