Thumbnail

რატომ არ მოსწონდა ჯიმი პეიჯს ალბომის Led Zeppelin III გარეკანი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარულმა ბრიტანულმა ჯგუფმა, Led Zeppelin-მა თავისი მესამე ალბომის Led Zeppelin III გარეკანის დიზაინზე მუშაობა კოლექტივის გიტარისტის, ჯიმი პეიჯის ძველ ნაცნობს, რიჩარდ დრიუს, იგივე Zacron-ს ანდო, რომელიც პეიჯმა კინგსტონის სახელოვნებო კოლეჯში სწავლისას გაიცნო. მათ ხელოვანს სრული შემოქმედებითი თავისუფლება მისცეს.

ჯიმი პეიჯი: Whole Lotta Love-ს დღესაც ყურს რომ მოჰკრავენ, სახეზე ღიმილი ეფინებათ

ჯიმი პეიჯი: საშინელი პერიოდია, კონცერტების გარეშე მუსიკა არაფერია

დრიუმ ღია ფერის ფონზე პატარა ესკიზები დახატა. არტვორქი საბოლოო ჯამში სვირინგებით მოხატულ მხარს მოგაგონებდათ.

"თითოეული კომპონენტი აბსტრაქტული ელემენტია, რომელთა ერთობლიობაც მთლიან სურათს ქმნის. სიურრეალისტურ გარემოში წარმოდგენები მასშტაბისა და საგნის შესახებ იცვლება. კვადრატული ფორმატი ვიზუალურ თეატრად ყალიბდება, რომლის ყურების დროსაც, შეიძლება, მოგვეჩვენოს, რომ გამოსახულებები მოძრაობენ და თავიანთ ენერგიას ასხივებენ, ზოგიერთი მათგანი კი საზღვრებსაც ტოვებს", - ვკითხულობთ Zacron-ის ვებგვერდზე ალბომის ყდასთან დაკავშირებით.

Led Zeppelin III-ის გარეკანი

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, თავად პეიჯი შედეგით მოხიბლული არ დარჩენილა. მეტიც, 1993 წელს, როცა მას გამოცემამ Guitar World ალბომის გარეკანთან დაკავშირებით ჰკითხა აზრი, არტისტმა იმედგაცრუება ვერ დამალა.

"არ ვიყავი საბოლოო შედეგით კმაყოფილი. მეჩვენებოდა, რომ ბავშვური იყო. თუმცა, დრო აღარ გვრჩებოდა იმისთვის, რომ რადიკალური ცვლილებები შეგვეტანა. მასში სულელური დეტალებია, მაგალითად, სიმინდის ნაჭრები და ა.შ", - ამბობდა პეიჯი.

თავად ზაკრონი კი Classic Rock-თან ინტერვიუში ყვებოდა, რომ, როცა გიტარისტმა პირველად დაინახა ალბომის გარეკანი, მას ნიუ იორკიდან დაურეკა და უთხრა - "ვფიქრობ, ეს შესანიშნავია".

ჯიმი პეიჯი საუბრობს, რით გამოირჩეოდა Led Zeppelin "ბითლზისა" და სხვა ბენდებისგან

ლედ ზეპელინმა ალბომმი Led Zeppelin III 1970 წლის ოქტომბერში გამოუშვა. კოლექტივმა თაყვანისმცემლებს, მათთვის დამახასიათებელი კლასიკური როკ ჟღერადობის გარდა, ამ ნამუშევარში აკუსტიკური მუსიკა და ფოლკის ელემენტებიც შესთავაზა.

Led Zeppelin ლონდონში 1968 წელს ჩამოყალიბდა. ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და გავლენიან როკ ბენდს კარიერის განმავლობაში 200 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ცნობილმა გამოცემამ Rolling Stone კოლექტივი 70-იანი წლების ყველაზე დიდ ჯგუფად დაასახელა. 1995 წელს კი არტისტები როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული