Thumbnail

ნახეთ: შონ მენდესმა ჯასტინ ბიბერის სიმღერა Peaches შეასრულა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანადელმა პოპვარსკვლავმა, შონ მენდესმა პოპულარულ პლატფორმა TikTok-ზე ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ის მეგობრის, მომღერალ ჯასტინ ბიბერის სიმღერის Peaches აკაპელა ვერსიას ასრულებს.

შონ მენდესის კლიპის Treat You Better ნახვებმა იუთუბზე 2 მილიარდს გადააჭარბა

კომპოზიციის ორიგინალი ვერსია ჯასტინის ბოლო ალბომში Justice არის წარმოდგენილი, რომელიც მიმდინარე წლის მარტში გამოიცა.

აღსანიშნავია, რომ შონმა და ჯასტინმა 2020 წელს ერთობლივი სიმღერა Monster გამოუშვეს, რომელიც მენდესის ალბომში Wonder შევიდა.

შონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს განსაკუთრებული წარმატება სწორედ კომპოზიციამ Treat You Better მოუტანა. 2018 წელს ჟურნალმა Time არტისტი მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მენდესი გრემიზე სამჯერ იყო ნომინირებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული