ზიმბაბვეში დაბადებული ავსტრალიელი არტისტი Tkay Maidza ახალ კომპოზიციას Syrup ავრცელებს. ეს უკვე მეორე სინგლია, რომელიც მუსიკოსმა 2021 წელს გამოაქვეყნა. რეპერმა ნამუშევარი ცნობილ ბრიტანულ 4AD გამოსცა.
► Tkay Maidza და Yung Baby Tate ახალ კლიპში კიმ კარდაშიანსა და ლილ კიმს ასახიერებენ
ზიმბაბვეში დაბადებულმა რეპერმა, Tkay Maidza-მ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2013 წელს დაიწყო. მუსიკოსს ამ დრომდე ერთი ალბომი, ერთი EP და სამი მიქსტეიპი აქვს გამოცემული. კარიერის განმავლობაში მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: ტროი სივანი, JPEGMAFIA და სხვები.
კომენტარები