Thumbnail

წარმოშობით პალესტინელი ჰიპ ჰოპ არტისტი Belly მსმენელს ახალ კომპოზიციას Money On The Table სთავაზობს. გრემის ნომინანტი მუსიკოსის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი ბუფალოელი კოლეგა, ბენი ბუჩერი მონაწილეობს. ტრეკის პროდიუსერები The ANMLS და Skinny არიან. ნამუშევარი ბელის მომავალ ალბომში See You Next Wednesday იქნება წარმოდგენილი.

მოუსმინეთ: The Diplomats - On God Ft. Belly

კანადაში მოღვაწე არტისტმა მუსიკალური კარიერა 2005 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ ბელიმ ოქროს სტატუსის მფლობელი სადებიუტო ალბომი The Revolution გამოაქვეყნა. 2016 წელს შემსრულებელმა კომპოზიციის Earned It წყალობით გრემისა და ოსკარის ნომინაციები დაიმსახურა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული