Thumbnail

გიტარა, რომელზეც კირკ ჰემეტი Metallica-ს კლიპში One უკრავს, აუქციონზე იყიდება

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის, Metallica-ს გიტარისტის, კირკ ჰემეტის ავტოგრაფის მქონე, The Fender Stratocaster-ის მოდელის, ESP 400-ის სერიის ელექტროგიტარა, რომელზეც ის ბენდის სიმღერის One კლიპში უკრავს, Heritage Auctions-ზე გაიყიდება. ინსტრუმენტის მიმდინარე ფასი 38 000 აშშ დოლარი გახლავთ.

კირკ ჰემეტი: ლარს ულრიხსა და ჯეიმს ჰეტფილდს არც კი ახსოვთ, როგორ გამიცნეს

კირკ ჰემეტი: საპირფარეშოში ვიჯექი, როდესაც Metallica-ში გაწევრიანება შემომთავაზეს

გიტარას ორიგინალი ბუდე და ავთენტურობის დამადასტურებელი დოკუმენტი მოჰყვება.

სიმღერა One ჯგუფის რიგით მეოთხე ალბომში ...And Justice for All არის წარმოდგენილი. კომპოზიციის კლიპის პრემიერა 1989 წელს, ტელეკომპანია MTV-ის ეთერში შედგა. რეჟისორ მაიკლ სალომონის შავ-თეთრ ნამუშევარში გამოყენებულია კადრები 1971 წელს გამოსული ფილმიდან Johnny Got His Gun.

"მეტალიკა" ლოს ანჯელესში 1981 წელს ჩამოყალიბდა. 9 გრემის მფლობელ კოლექტივს კარიერის განმავლობაში 125 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული. ბენდს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა Nothing Else Matters, The Unforgiven და Enter Sandman მოუტანა. 2009 წელს ჯგუფი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზშიც შეიყვანეს. "მეტალიკას" ამ დროისთვის 10 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული