Thumbnail

ირლანდიელმა არტისტმა, როშინ მერფიმ ახალი კომპოზიცია Assimilation გაავრცელა. სინგლი მუსიკოსის მომავალ რემიქს ალბომში Crooked Machine შევა, რომელიც 2020 წელს გამოცემული ჩანაწერის Róisín Machine ალტერნატიული ვერსიაა. ნამუშევრის პროდიუსერი ბრიტანელი არტისტი, რიჩარდ ბარატი, პროექტით Crooked Man გახლავთ.

როშინ მერფიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1994 წელს დაიწყო. 2003 წლამდე ის ბრიტანული ტრიპ ჰოპ ჯგუფის Moloko-ს სოლისტი იყო. არტისტს განსაკუთრებული წარმატება ამავე პროექტის ფარგლებში გამოცემულმა კომპოზიციამ Sing It Back მოუტანა. 2005 წელს კი მომღერალმა სადებიუტო სოლო ალბომი Ruby Blue გამოუშვა.

შეგახსენებთ, რომ სამი წლის წინ პოპვარსკვლავი საქართველოშიც იმყოფებოდა. ის ფესტივალ Tbilisi Open Air 2018-ის ერთ-ერთი ჰედლაინერი იყო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული