Thumbnail

მოუსმინეთ: დიმა დადიანი ახალ ტრეკს Garkvnilebis Bude ავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა, დიმა დადიანმა ახალი კომპოზიცია Garkvnilebis Bude გაავრცელა. არტისტმა ტრეკი ქართულ ლეიბლზე Lenø Records გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: დიმა დადიანი EP-ის Usakmurikaci ავრცელებს

 

დიმა დადიანმა შემოქმედებითი კარიერა 1990-იან წლებში დაიწყო. მისი პირველი პროექტი, რომელმაც მსმენელთა ყურადღება მიიპყრო, 1993 წელს არტ-პანკ ჯგუფ "ენერგორესურსის" ფრონტმენთან, დათო მარგიანთან ერთად შექმნილი "ვალსი" იყო. 1996 წელს ფესტივალზე "მარგარიტა" მუსიკოსმა ჯგუფის "ოქროს კბილი და ცაცხვი" შემადგენლობაში ყველაზე ორიგინალური შემსრულებლის ჯილდო დაიმსახურა, 1998 წელს კი იკო მინდაძესთან ერთად ჩამოყალიბებული დუეტის Ganjaloop ფარგლებში სადებიუტო ალბომი "გუცაევის გუცები" გაავრცელა. სხვადასხვა დროს დიმა დადიანს რამდენიმე სოლო ჩანაწერი აქვს გამოშვებული, მათ შორისაა Sinatra Dreams, JavaJava და სხვა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული