Thumbnail

ნახეთ: Lil Tjay კლიპს Love Hurts აქვეყნებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ახალგაზრდა ნიუ იორკელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, ლილ თიჯეიმ მსმენელს ახალგავრცელებული ალბომის Destined 2 Win მორიგ სინგლზე Love Hurts გადაღებული ვიდეორგოლი შესთავაზა. ბრონქსელის კოლაბორაციულ ჩანაწერში მისი კოლეგა Toosii მონაწილეობს.

მოუსმინეთ: Lil Tjay ალბომს Destined 2 Win ავრცელებს

ნახეთ: Lil Tjay, Polo G და Fivio Foreign კლიპში Headshot

ნახეთ: Lil Tjay და 6LACK ტრეკს Calling My Phone ასრულებენ

ბრონქსელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომერციულად წარმატებული სინგლებით Leaked და Brothers გაიცნო. 2019 წელს გაყიდვაში ახალგაზრდა შემსრულებლის სადებიუტო ალბომი True 2 Myself ჩაეშვა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ორი წლის შემდეგ ნიუ იორკელმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Destined 2 Win გამოაქვეყნა. თიჯეი 2020 წელს გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახლო მეგობარი გახლდათ, რომელთანაც კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული