Thumbnail

როგორ ინიღბებოდა მაიკლ ჯექსონი, ხალხს რომ ქუჩაში ვერ ეცნო

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ლეგენდარული ამერიკელი მუსიკოსი, მაიკლ ჯექსონი სცენასა თუ მის მიღმა, გამუდმებით ყურადღების ცენტრში იყო. არტისტს თაყვანისმცემლები ყველგან ხვდებოდნენ, სადაც არ უნდა წასულიყო, რის გამოც მისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელი იყო ისეთი ჩვეულებრივი აქტივობები, როგორიცაა მაღაზიაში გასვლა ან ქუჩაში გასეინება. მომღერლის ძმამ, მერლონმა, რომელიც მასთან ერთად ჯგუფ The Jackson 5-ში წევრიანდებოდა, გაზეთ The Guardian-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ ახერხებდა ჯექსონი, ხალხისგან შეუმჩნეველი დარჩენილიყო. მისი თქმით, ამისთვის მაიკლი გადაცმული გადიოდა სახლიდან.

მაიკლ ჯექსონის შვილი იხსენებს, რას ასწავლიდა მამამისი

რა მოხდა Pepsi-ს რეკლამის გადაღებებზე, სადაც მაიკლ ჯექსონი სერიოზულად დაშავდა

"მაიკლი ძალიან შეზღუდული იყო, რაც უკიდურესად აუტანელი და გაუსაძლისი იყო მისთვის. ქუჩაში რომ თავისუფლად გასულიყო, ხალხი რამდენიმე წამში დაივიწყებდა, რასაც აკეთებდა და ყურადღებას მისკენ მიმართავდა. ამიტომაც დაიწყო შენიღბულად სიარული. ერთხელ მუსიკალურ მაღაზიაში გადავაწყდი, ზურგიდან მივუახლოვდი და ყურში ჩავჩურჩულე - მაიკლ, აქ რას აკეთებ-მეთქი? იმ დღეს უსახლკაროსავით გამოწყობილიყო. ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი ეცვა, წინ გამოწეული ორი კბილი დაემაგრებინა, დაგლეჯილი ზედა ეცვა და აფრიკული ვარცხნილობის პარიკი გაეკეთებინა, ამ დროს კი ბრწყინვალე ჩანაწერებს ყიდულობდა. გავაფრთხილე, რამაც გასცა - სულ ერთი და იგივე ფეხსაცმელი გაცვია-მეთქი. ზუსტად ის მოკასინები ეცვა, რომლითაც სცენაზე გამოდიოდა", - იხსენებს მუსიკოსის ძმა.

როგორც აღმოჩნდა, იმის მიუხედავად, რომ მაიკლი რადიკალურად იცვლიდა გარეგნობას, მის ამოცნობას მაინც ახერხებდნენ თაყვანისმცემლები.

რა აჩვენა მაიკლ ჯექსონის სხეულის ექსპერტიზამ მისი გარდაცვალების შემდეგ

მაიკლ ჯექსონმა შემოქმედებითი კარიერა ძმებთან ერთად, ჯგუფში Jackson 5 დაიწყო. 750 მილიონი გაყიდული ჩანაწერით, ის ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მუსიკოსად ითვლება. 2009 წელს გარდაცვლილი არტისტი დღემდე პოპ შემსრულებლის ეტალონად რჩება და ათასობით ხელოვანისთვის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. მაიკლი 2009 წლის 25 ივნისს გარდაიცვალა. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად მედიკამენტური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული გულის გაჩერება დასახელდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული