Thumbnail

Cardi B-მ ისაუბრა, რას ფიქრობს, როცა სხვა ქალ რეპერებს ადარებენ

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარულმა რეპერმა, ქარდი ბიმ ჰიპ ჰოპ გამოცემა XXL-თან ინტერვიუში ისაუბრა, როგორ უყურებს იმას, რომ ქალი რეპერების შემთხვევაში ყოველთვის მათ სქესს უსვამენ ხაზს.

Cardi B: ალბომთან Invasion of Privacy ტკბილ-მწარე მოგონებები მაკავშირებს

"პირიქით მომწონს და არ მანაღვლებს, რას ამბობენ. მე ნამდვილად მივეკუთვნები იმ ადამიანთა რიგებს, რომელთაც უყვართ ის ფაქტი, რომ ქალები არიან", - აღნიშნა არტისტმა.

ქარდიმ იმაზეც ისაუბრა, რას ფიქრობს, როცა სხვა ქალ რეპერებს ადარებენ და შუღლის ჩამოგდებას ცდილობენ ხოლმე.

"არ მინდა, რომ მორიგი ქალ რეპერად ვითვლებოდე. მსურს, რომ ინდივიდუალური ვიყო. რატომ მადარებენ მუდმივად სხვას, რატომ უნდა ვწერდე ვინმესნაირ ტექსტებს ან მქონდეს სხვისი მსგავსი თხრობის მანერა, თუნდაც მრავალფეროვანი. მე მაქვს ჩემი თხრობის მანერა, მისი საშუალებით ვაკეთებ ფულს და მომწონს მისი სმენა", - განაცხადა მუსიკოსმა.

ქარდიმ გამოცემის ფოტოსესიაშიც მიიღო მონაწილეობა. კადრები ჟურნალის გარეკანსა და გვერდებზე დაიბეჭდა. სურათებზე ფოტოგრაფთა დუეტმა AB+DM იმუშავა, არტისტის სტილზე კი კოლინ კარტერმა იზრუნა.

Cardi B ეხმაურება ინფორმაციას, რომ ემინემმა მასთან ტრეკის ჩაწერაზე უარი თქვა

ქარდი ბიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. ბრონქსელი შემსრულებლის 2017 წლის სინგლი Bodak Yellow ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2021 წის მარტში კი ქარდი ბი მუსიკის ისტორიაში პირველი ქალი ემსი გახდა, რომლის სინგლმაც ბრილიანტის სტატუსი მოიპოვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული