Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა Queen-ის We Will Rock You შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა საკალათბურთო შეჯიბრების NCAA Final Four შესვენებაზე მოწყობილ პერფორმანსში მიიღო მონაწილეობა. 28 წლის მუსიკოსმა Lucas Oil-ის სტადიონზე ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის, Queen-ის ნამუშევრები იმღერა.

მაილი საირუსი 15 წლის შემდეგ თავის პერსონაჟ ჰანა მონტანას მიმართავს

ნახეთ: მაილი საირუსი სიმღერის Angels Like You კლიპს ავრცელებს

მაილი სცენაზე "ქუინის" კომპოზიციის We Are the Champions ფონზე გამოვიდა.

შემდეგ კი We Will Rock You შეასრულა.

მაილიმ ღონისძიებაზე კოლექტივის კიდევ ერთი ჰიტი Don’t Stop Me Now იმღერა.

ამის გარდა, არტისტმა საკუთარი კომპოზიციები We Can't Stop და Wrecking Ball წარადგინა და მაყურებლებს ლეგენდარული ჯგუფის Blondie საკულტო კომპოზიციის Heart of Glass ქავერ ვერსიაც შესთავაზა, რომელიც პირველად გასულ წელს, ონლაინ ღონისძიება iHeartRadio Music Festival-ის 10 წლის იუბილეზე გაჟღერდა მისი შესრულებით.

მაილი საირუსმა და ბილი აიდოლმა Super Bowl-ის დაწყებამდე ორი სიმღერა შეასრულეს

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა. კარიერის განმავლობაში მან 100 მილიონზე მეტი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსი რამდენიმე ფილმშიც არის გადაღებული.

კომენტარები

ბოლოს დამატებული