Thumbnail

Black Eyed Peas-ის will.i.am-მა ჭკვიანი პირბადე შექმნა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკული ჯგუფის, Black Eyed Peas-ის წევრმა, რეპერმა და პროდიუსერმა, უილიამს ადამსმა, ფსევდონიმით will.i.am, კომპანია Honeywell-თან და დიზაინერ ჟოზე ფერნანდესთან თანამშრომლობით პირბადე Xupermask შექმნა.

დამცავ ნიღაბს სამსიჩქარიანი ვენტილაცია, მაღალი ხარისხის ჰაერის ფილტრი, LED განათება, ხმის ძლიერი იზოლაცია, ბლუთუზი, უსადენო ყურსასმენი და ელემენტი აქვს, რომელიც 7 საათს ძლებს. პირბადის მეშვეობით შესაძლებელია მუსიკის მოსმენა და ტელეფონზე საუბარი. ის 8 აპრილიდან Xupermask-ის ვებგვერდზე $299-ად გაიყიდება.

    "ჩვენ სამეცნიერო ფანტასტიკის ეპოქაში ვცხოვრობთ. აქამდე მოძველებულ პირბადეებს ვიყენებდით და მინდოდა, ისეთი პროდუქტი შემექმნა, რომელიც თანამედროვეობასაც აუწყობდა ფეხს და მომავლის ნიღაბიც იქნებოდა", - ამბობს მუსიკოსი.

    აღსანიშნავია, რომ არტისტს "ჭკვიანი პირბადის" შექმნის იდეა ჯერ კიდევ გასული წლის მარტში ჰქონდა.

    უილ.აი.ემმა შემოქმედებითი კარიერა 1988 წელს დაიწყო. განსაკუთრებული პოპულარობა კი ჯგუფ Black Eyed Peas-ში მოღვაწეობით მოიპოვა. ბენდთან ერთად მან 76 მილიონი ჩანაწერის გაყიდვა მოახერხა. მუსიკოსს 4 სოლო ალბომიც აქვს გამოცემული. როგორც პროდიუსერს, მას ისეთ არტისტებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: მაიკლ ჯექსონი, ბრიტნი სპირსი, რიანა, ლედი გაგა, ჯასტინ ტიმბერლეიკი, U2 და სხვები.

      კომენტარები

      ბოლოს დამატებული