Thumbnail

დოკუმენტური სერიალი ქანიე ვესთზე "ნეტფლიქსმა" $30 მილიონად შეიძინა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიპ ჰოპის ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის, ჩიკაგოელი ქანიე ვესთის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ შექმნილი დოკუმენტური სერიალი მულტიმედია პლატფორმა Netflix-მა ოცდაათ მილიონ აშშ დოლარად შეიძინა. არსებული ინფორმაციით, სურათი მომხმარებლებისთვის მიმდინარე წლის ბოლომდე გახდება ხელმისაწვდომი.

სერიალში, რომლის სახელწოდება ჯერჯერობით უცნობია, მაყურებელი ექსკლუზიურ საარქივო ვიდეომასალას იხილავს. ეპიზოდებში მოთხრობილი იქნება რეპერის მოღვაწეობაზე მუსიკისა და მოდის სფეროებში, მარცხზე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, აგრეთვე, დედის, დონდას გარდაცვალებაზე, რამაც ვესთის ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. დოკუმენტურ სურათზე ჩიკ ოზასა და კლერენს სიმონსის დუეტი Coodie & Chike იმუშავებს.

ქანიე ვესთმა ალბომზე Donda მუშაობა განაახლა

Forbes: ტყუილია, ქანიე ვესთის ქონება 6,6 მილიარდის მესამედიც კი არაა

ქანიე ვესთმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1996 წელს დაიწყო. არტისტი გრემის დაჯილდოების 22-გზის გამარჯვებულია. მისი 3 სტუდიური ალბომი "როლინგ სთოუნმა" ყველა დროის 500 საუკეთესო ნამუშევარში შეიტანა. გამოცემამ Time კი მუსიკოსი 2005-15 წლების 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული