Thumbnail

ახალგაზრდა ბრიტანელი მუსიკოსი, ჰოლი ჰამბერსტოუნი ახალ კომპოზიციას Haunted House და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. სინგლი არტისტის რიგით მეორე EP-ში სახელწოდებით Emotional Grim Reaper შევა, რომელიც ახლო მომავალში გამოიცემა. აღსანიშნავია, რომ როკ შემსრულებელმა კლიპი ლინკოლნშირის საგრაფოში, იმ სახლში გადაიღო, რომელშიც გაიზარდა.

ჰოლი ჰამბერსტოუნმა შემოქმედებითი კარიერა 2018 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Falling Asleep at the Wheel გაავრცელა. ამჟამად არტისტი რიგით მეორე EP-ზე მუშაობს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული