Thumbnail

ნახეთ: Lil Tjay და 6LACK ტრეკს Calling My Phone ასრულებენ

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ალბომის Destined 2 Win პრომოუშენის ფარგლებში ნიუ იორკელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ლილ თიჯეი ჯიმი ფელონის ცნობილ გადაცემას ესტუმრა. შოუს მუსიკალურ ნაწილში რეპერმა კომპოზიცია Calling My Phone შეასრულა. პერფორმანსში მონაწილეობა არენბი მუსიკოსმა, 6LACK-მაც მიიღო.

მოუსმინეთ: Lil Tjay ალბომს Destined 2 Win ავრცელებს

ნახეთ: Lil Tjay, Polo G და Fivio Foreign კლიპში Headshot

ნახეთ: Lil Tjay კლიპს Oh Well ავრცელებს

ბრონქსელმა რეპერმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2017 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებამ ერთი წლის შემდეგ გამოქვეყნებული კომერციულად წარმატებული სინგლებით Leaked და Brothers გაიცნო. 2019 წელს გაყიდვაში ახალგაზრდა შემსრულებლის სადებიუტო ალბომი True 2 Myself ჩაეშვა, რომელიც დღეს პლატინის სტატუსის მფლობელია. ორი წლის შემდეგ ნიუ იორკელმა მეორე სტუდიური ნამუშევარი Destined 2 Win გამოაქვეყნა. თიჯეი 2020 წელს გარდაცვლილი ფოფ სმოუქის ახლო მეგობარი გახლდათ, რომელთანაც კარიერის განმავლობაში არაერთხელ ითანამშრომლა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული