Thumbnail

ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდას" წევრი, ჯერემი ფენიქი, ფსევდონიმით Benny The Butcher, განაგრძობს სტუდიური ნამუშევრის The Plugs I Met 2 პრომოუშენს და მსმენელს სინგლზე Survivor's Remorse გადაღებულ ვიდეორგოლს სთავაზობს. კომპოზიციის პროდიუსერი ჰარი ფრაუდი გახლავთ.

მოუსმინეთ: Benny The Butcher ჩანაწერს The Plugs I Met 2 ავრცელებს

ნახეთ: Benny The Butcher კლიპში Thanksgiving

ნახეთ: Benny The Butcher x 2 Chainz - Plug Talk

ბენიმ მუსიკალური მოღვაწეობა 2004 წელს დაიწყო. თუმცა, ანდერგრაუნდ რეპერი ფართო საზოგადოებამ 2014 წლიდან, ჰიპ ჰოპ გაერთიანება "გრიზელდაში" გაწევრიანების შემდეგ გაიცნო. კრიტიკოსები ბუჩერის შემოქმედებიდან 2019 წლის სტუდიურ ჩანაწერს The Plugs I Met გამოარჩევენ, რომელშიც მონაწილეობა ისეთმა გავლენიანმა მუსიკოსებმა მიიღეს, როგორებიც არიან: Black Thought, Pusha T, The Alchemist და სხვა. ამავე წელს ბენი მსმენელმა "გრიზელდას" სადებიუტო ალბომში WWCD იხილა. 2020 წელს ემსიმ ცნობილ კალიფორნიელ პროდიუსერთან, ჰით-ბოისთან ერთად შექმნილი სტუდიური ნამუშევარი BURDEN OF PROOF გამოაქვეყნა, რომელმაც შემსრულებელს კიდევ უფრო დიდი აღიარება მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული