Thumbnail

ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტი, გიორგი იზორია, ფსევდონიმით TAHA, ახალ კომპოზიციას Urban Jazz და მასზე გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ეს უკვე მეოთხე ნამუშევარია, რომელიც გიორგიმ მიმდინარე წელს გამოაქვეყნა.

მოუსმინეთ: TAHA - ყველაზე მარტო

მოუსმინეთ: TAHA - ჩაი

მოუსმინეთ: Cas x TAHA - Strings

გიორგი ახალგაზრდა მუსიკოსია, რომლის შემოქმედებაც ჰიპ ჰოპის, მეტალისა და თრეფ მუსიკის ელემენტების სინთეზია. ტაჰამ სახელი ვიდეოჟურნალის FlowFlow ცნობილ პროექტში PVP Battle მონაწილეობით გაითქვა და მეორე სეზონის გამარჯვებულიც გახდა. 2020 წლის სექტემბერში არტისტმა სადებიუტო EP სახელწოდებით Day After Tomorrow გამოაქვეყნა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული