ირლანდიელი ჰიპ ჰოპ არტისტი, რეჯი სნოუ განაგრძობს აქტიურობას და მსმენელს ვიდეორგოლთან ერთად გამოქვეყნებულ ახალ ჩანაწერს blkpower სთავაზობს. ნამუშევარი ინსტრუმენტულია.
► მოუსმინეთ: Rejjie Snow კომპოზიციას Relax ავრცელებს
► მოუსმინეთ: Rejjie Snow x Snoh Aalegra x Cam O'Bi - Mirrors
► ნახეთ: Rejjie Snow - Cookie Chips Ft. MF DOOM x Cam O'bi
რეჯი ირლანდიაში დაიბადა, 18 წლის ასაკში კი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. მისი მუსიკალური მოღვაწეობა სწორედ ამ პერიოდში, 2012 წელს იწყება. სნოუს დისკოგრაფიაში 2018 წლის სადებიუტო ალბომი Dear Annie, ერთი მიქსტეიპი და სამი EP ერთიანდება. მისი შესრულების სტილი მშვიდი და რბილი მანერით ხასიათდება. 2016 წელს მუსიკოსი ფესტივალის Tbilisi Open Air ფარგლებში თბილისს ესტუმრა.
კომენტარები