Thumbnail

ამერიკელმა მუსიკოსმა, სუფიან სტივენსმა ახალი კომპოზიცია Meditation V გაავრცელა. სინგლი არტისტის ახალ, 5-ნაწილიან პროექტში შევა, რომლის პირველი თავი Meditations გაყიდვაში 8 აპრილს ჩაეშვება. ალბომის სრული ვერსია, რომელიც კიდევ 4 ნაწილს: Lamentations, Revelations, Celebrations და Incantations მოიცავს, 6 მაისს გამოქვეყნდება.

ნახეთ: სუფიან სტივენსის კლიპი Tell Me You Love Me, რომელიც ლუკა გუადანინომ გადაიღო

სუფიან სტივენსმა შემოქმედებითი კარიერა 1995 წელს დაიწყო. 1999-ში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი A Sun Came გაავრცელა. სტივენსს კომერციული წარმატება 2005 წელს გამოცემულმა სტუდიურმა ჩანაწერმა Illinois მოუტანა. ნამუშევარში შესულმა სინგლმა Chicago ამერიკული გამოცემა Billboard-ის ერთ-ერთ ჩარტში პირველი ადგილი დაიკავა.

2017 წელს სტივენსმა რეჟისორ ლუკა გუადანინოს კინოსურათისთვის Call Me by Your Name ორი ტრეკი შექმნა. ერთ-ერთი მათგანი Mystery of Love რიგით 90-ე ოსკარის ცერემონიაზე საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაზე იყო წარდგენილი. მომდევნო წელს მუსიკოსი ამერიკის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის წევრად მიიღეს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული