Thumbnail

Post Malone-მა ყველა დროის ფავორიტი ჯგუფი დაასახელა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, პოდკასტ H3-ში სტუმრობისას ყველა დროის რჩეული ჯგუფი დაასახელა. მისი თქმით, ეს ამერიკული ინდი ფოლკ ბენდი Fleet Foxes გახლავთ.

ნახეთ: გაი რიჩის ფილმის Wrath of Man თრეილერში ჯეისონ სტეტჰემი ფოსთ მელოუნს ესვრის

Post Malone პასუხობს კითხვას, ითანამშრომლებს თუ არა Tekashi 6ix9ine-თან

"ბავშვობაში ბევრი ჯგუფი მიყვარდა. სკოლის პერიოდში ერთ-ერთ ბენდს, Escape The Fate-ს ვუსმენდი და როდესაც ამ კოლექტივის წევრებთან ერთად გავერთე, ძალიან ამაღელვებელი იყო ჩემთვის. ასევე შევხვდი ინდი როკ ჯგუფის Never Shout Never ფრონტმენ კრისტოფერ დრიუს, რომელსაც გამუდმებით ვუსმენდი. ჩემი ყველა დროის საყვარელი ბენდი კი Fleet Foxes გახლავთ. ადრე მათ ვოკალისტს, რობინ ფექნოლდს შეტყობინება გავუგზავნე და პასუხი დამიბრუნა, რაც არასოდეს დამავიწყდება", - ამბობს არტისტი.

სოციალურ ქსელში 2019 წელს გადაღებული ვიდეოც გავრცელდა, რომელშიც ფოსთ მელოუნი შემოქმედებითი გაერთიანება Spaghetti Boys-ის წევრთან და კომიკოს კევინ ფროსტთან ერთად Fleet Foxes-ის სიმღერას The Shrine / An Argument ჰყვება.

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. პლატინის სტატუსის მფლობელი გახდა რიგით მესამე ალბომიც სახელად Hollywood's Bleeding.

კომენტარები

ბოლოს დამატებული