Thumbnail

რატომ არ სურდა ბიონსეს 25 წლამდე დაქორწინება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, ბიონსემ თავისი მომავალი ქმარი, გავლენიანი ჰოპ ჰოპ არტისტი Jay-Z თვითმფრინავით მგზავრობისას, 18 წლის ასაკში გაიცნო. წელიწადნახევრის შემდეგ, 2000-იანი წლების დასაწყისში, მათ შეხვედრა დაიწყეს, რასაც დიდი ხნის განმავლობაში მალავდნენ. წყვილმა 2008 წლის აპრილში იქორწინა ასევე საიდუმლოდ. ამავე წელს ჟურნალ Seventeen-თან ინტერვიუში ბიონსემ, რომელიც მაშინ 26 წლის იყო, განაცხადა, რომ ის და ჯეი ზი განზრახ არ ქმნიდნენ ოჯახს მანამ, სანამ ის 25 წლის არ გახდებოდა.

ბიონსე პირველი მომღერალი გახდა, რომელმაც გრემის მოგება 28-ჯერ მოახერხა

"მართლა არ მჯერა, რომ 20 წლის ასაკშიც იგივე რამ მოგეწონება, რაც ოცდაათისას. ასე რომ, გადაწყვეტილი მქონდა - 25 წლამდე არ ვაპირებდი გათხოვებას. ასე მგონია, რომ ჯერ საკუთარი თავი უნდა გაიცნო, უნდა გაიგო, რა გინდა, ცოტა დრო საკუთარ თავთან გაატარო და იამაყო იმით, ვინც ხარ, მანამ ამ ყველაფერს სხვას გაუზიარებ", - ამბობდა მაშინ მუსიკოსი.

ბიონსემ ქორწინებაზე 2013 წელსაც ისაუბრა ცნობილ წამყვანთან, ოპრა უინფრისთან ინტერვიუში. მაშინ მომღერალი აღნიშნავდა, რომ ჯეი ზი მას კომფორტულ გარემოს უქმნიდა, რათა თავისი ოცნებები ბოლომდე აესრულებინა.

"ახლა ის ქალი არ ვიქნებოდი, ვინც ვარ, მის გვერდით რომ არ ვყოფილიყავი. ძალიან ბევრ რამეში დამეხმარა", - აღნიშნავდა მომღერალი.

2021 წელს ბიონსემ და ჯეი ზიმ ქორწინების ცამეტი წელი აღნიშნეს. წყვილს სამი შვილი - 9 წლის გოგონა, ბლუ აივი და ტყუპი და-ძმა, სირ და რუმი კარტერები ჰყავს.

ჯეი ზი და ბიონსე შვილებთან ერთად

მუსიკის ინდუსტრიაში ყველაზე გავლენიან წყვილს, ჯეი ზისა და ბიონსეს სოლო მოღვაწეობის პარალელურად დუეტი The Carters აქვთ ჩამოყალიბებული, რომლის ფარგლებშიც ალბომი Everything is Love გამოუშვეს და ორი მსოფლიო ტურნე გამართეს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული