Thumbnail

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Iron Maiden-ის Number Of The Beast შეასრულეს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული პროგრესივ როკ ჯგუფის King Crimson დამაარსებელმა, რობერტ ფრიპმა და მისმა ცოლმა, მუსიკოსმა ტოია უილკოქსმა პროექტ Sunday Lunch-ის ფარგლებში, რომელიც მათ ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში დაწესებული კარანტინის პერიოდში შექმნეს, ცნობილი ბრიტანული ჰევი მეტალ ბენდის Iron Maiden კომპოზიცია Number Of The Beast შეასრულეს. პერფორმანსის სტუმარი კვლავ უცნობი გიტარისტი გახლდათ, რომელიც ამჯერად რქიანი ნიღბით მოგვევლინა.

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა ZZ Top-ის Gimme All Your Lovin' შეასრულეს

ნახეთ: რობერტ ფრიპმა და ტოია უილკოქსმა Motörhead-ის Ace of Spades შეასრულეს

The Number of the Beast პოპულარული ინგლისური ჰევი მეტალ კოლექტივის Iron Maiden რიგით მესამე, ამავე სახელწოდების მქონე ალბომში შედის, რომელიც 1982 წელს გამოქვეყნდა. ის ჯგუფის შემოქმედებაში კომერციულად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სიმღერაა.

რობერტ ფრიპმა პროგრესივ როკ ბენდი King Crimson ქალაქ ლონდონში 1968 წელს შექმნა. მომდევნო წელს კოლექტივმა სადებიუტო ალბომი In the Court of the Crimson King გაავრცელა. ჯგუფს ამ დრომდე 13 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. 1979 წელს ფრიპმა პირველი სოლო ალბომი Exposure გამოუშვა. აღსანიშნავია, რომ არტისტს ისეთ მუსიკოსებთან უთანამშრომლია, როგორებიც არიან: დევიდ ბოუი, ბრაიან ინო, Blondie და სხვები. მოღვაწეობის განმავლობაში მას 700-ზე მეტ ჩანაწერში აქვს მონაწილეობა მიღებული.

ტოია უილკოქსმა კი შემოქმედებითი კარიერა 1977 წელს დაიწყო. ორი წლის შემდეგ არტისტმა სადებიუტო ალბომი Sheep Farming in Barnet გაავრცელა. პანკ როკ მუსიკოსს ამ დრომდე 15 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოცემული. ტოიას განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: It's a Mystery, Thunder in the Mountains და I Want to Be Free მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული