Thumbnail

მოუსმინეთ: მია ფოლიკმა ნატალი იმბრულიას ჰიტის Torn ქავერი გაავრცელა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კალიფორნიელი ფოლკ როკ არტისტი, მია ფოლიკი ავსტრალიელი პოპ მუსიკოსის, ნატალი იმბრულიას ჰიტის Torn ქავერ ვერსიას ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ Torn დანიელ პოპ შემსრულებელს, ლიზ სორენსენს ეკუთვნის, რომელმაც სიმღერა 1993 წელს ჩაწერა. ორი წლის შემდეგ ტრეკის ახლებური ვერსია ლოს ანჯელესურმა როკ ჯგუფმა Ednaswap გაავრცელა, თუმცა, ნამუშევარს განსაკუთრებული პოპულარობა 1997 წელს ნატალი იმბრულიას მიერ ჩაწერილმა ვერსიამ მოუტანა.

მია ფოლიკმა შემოქმედებითი კარიერა 1994 წელს დაიწყო. ორი EP-ის გამოცემის შემდეგ, 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Premonitions გაავრცელა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული