Thumbnail

Lizzo საუბრობს, რატომ მოსწონს BTS და რომელია მისი საყვარელი წევრი

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელ მუსიკოს მელისა ჯეფერსონს, ფსევდონიმით Lizzo, ინსტაგრამის პირდაპირ ჩართვაში ერთ-ერთმა გამომწერმა ჰკითხა, მოსწონს თუ არა პოპულარული სამხრეთკორეული ბოიბენდი BTS. პასუხად 32 წლის არტისტმა აღნიშნა, რომ მისი და, ვანესა კოლექტივის დიდი ფანია და სწორედ მან გააცნო "ბითიესი". ლიზომ ისიც გაამხილა, რომელი წევრია მისი რჩეული.

Lizzo: გაინტერესებთ, რას ვაკეთებ საკუთარი სხეულის შესაყვარებლად?

"BTS მომწონს. ჩემს დას უყვარს და მან გამაცნო ეს ბენდი. ისინი გამორჩეულად ნიჭიერები არიან. როგორი საოცარი და სახალისოა, როცა ეცნობი თითოეული მათგანის პერსონას. მე ჯიმინი მიყვარს. ის მხიარული, ენერგიული და ლამაზია", - ამბობს არტისტი.

აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ლიზომ TikTok-ზე ვიდეო გააზიარა, რომელშიც BTS-ის წევრების გამოსახულებებით გაფორმებული ტორტია ნაჩვენები. როგორც მუსიკოსმა პოსტის სათაურში აღნიშნა, ეს მისი დის დაბადების დღისთვის განკუთვნილი საჩუქარი იყო. კადრებს არტისტმა კოლექტივის ჰიტი Dynamite დაადო ფონად.

@lizzo

I got my sister a BTS bday cake #bts I love it 🥺

♬ Dynamite - BTS

ამერიკელი შემსრულებლის ყურადღება ჯგუფმა თავდაპირველად 2019 წელს მიიქცია, როცა ერთ-ერთმა ფანმა გადაცემაში Saturday Night Live "ბითიესის" პერფორმანსის ვიდეოს ლიზოს ჰიტი Juice დაადო ფონად.

"ღმერთო ჩემო. ეს რომ BTS-მა ნახოს, გავგიჟდები", - დაწერა მან ტვიტერზე ვიდეოს გაზიარებისას.

შემდეგ კი ლიზოს CBC Music-ზე სტუმრობისას "ბითიესის" კომპოზიცია Boy with Luv მოასმენინეს.

"ეს პირველი შემთხვევაა, როცა BTS-ის სიმღერას ვუსმენ. სახალისო იქნებოდა მათთან თანამშრომლობა, მაგრამ არ ვიცი, თუ შევძლებდი, სტუდიური სესია ისე მიმეყვანა ბოლომდე, რომ თითოეულ მათგანთან არ მქონოდა სექსი. ვხუმრობ, ეს რა ვთქვი, ბოდიში დედა", - ამბობს ვიდეოში ლიზო.

3 გრემის მფლობელმა ლიზომ მუსიკალური მოღვაწეობა 2010 წელს დაიწყო. დღეისთვის მის დისკოგრაფიაში 3 ალბომი, ამდენივე EP და კოლაბორაციული ჩანაწერი ერთიანდება. არტისტი ინდი ჰიპ ჰოპ ჯგუფების The Chalice, Grrrl Prty, The Clerb, Ellypseas და Absynthe ერთ-ერთი დამაარსებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული